WWF-მ და ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფმა გააანალიზეს, თუ რა ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგები შეიძლება მოყვეს თანამედროვე ბიზნესის მოქმედებებს. ამ ანალიზზე დაყრდნობით, პოლონელმა ეკოპატრიოტებმა შექმნეს მოდელი, თუ როგორი იქნება პოლონეთი 2050 წლისთვის. კამპანიის ფარგლებში შექმნილი 130-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს შესაძლო სცენარების განხილვას, ამ მიმართულებით. ამ თემატიკაზე შეიქმნა ანიმაციაც, რომელიც გარემოს პრობლემებზე საუბრობს. კამპანიაზე სააგენტომ McCann იმუშავა.
რუსუდან რუსაძის ბლოგი
საგანმანათლებლო ბლოგის მიზანია - მათემატიკა, როგორც მყარი, ფუნქციური ცოდნის მიღების საშუალება. მოსწავლეებს გადაეცეს მეცნიერული ცოდნის გარკვეული სისტემა, მოსწავლეები დაეუფლონ ზეპირ და წერით მათემატიკურ უნივერსალურ ენას. მოსწავლეებში მოხდეს მათემატიკური ცოდნის, მეთოდების გამოყენების უნარების განვითარება, მათემატიკური ინსტრუმენტების გამოყენება.
Monday, 20 May 2019
Monday, 1 April 2019
“ხვალინდელი დღე იწყება დღეს”
ონლაინ-საინვესტიციო სერვისების ორგანიზაციამ “Wealthsimple” გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სათაურით “ხვალინდელი დღე იწყება დღეს.” არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის ხართ, რა განათლება გაქვთ მიღებული და რამდენი გაქვთ საბანკო ანგარიშზე, ნებისმიერი ადამიანი აწყდება ხოლმე ფინანსურ პრობლემებს და ამაში არაფერია გასაკვირი. როგორ ვიქცევით ასეთ შემთხვევაში, სწორედ ესაა მთავარი.
Thursday, 8 November 2018
სწავლა – თამაშით
თამაში სწავლების საკმაოდ ეფექტიან მეთოდს წარმოადგენს სასკოლო სწავლების ნებისმიერ საფეხურზე. უფრო მეტიც, ის თავის მიმზიდველობას ზრდასრულთა სწავლების პროცესშიც ინარჩუნებს, ვინაიდან თამაშის, როგორც სწავლების მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს, სახალისოს და სასურველს ხდის. აქედან გამომდინარე პირველ კლასში თამაშით სწავლება უფრო ადვილად მიგვყვანს სასურველ შედეგამდე.
Friday, 21 September 2018
Google ასისტენტი, როგორც სინქრონული მთარგმნელი
Google ასისტენტის მიერ სინქრონული თარგმნა სულ მალე რეალობა გახდება. მას “თარჯიმნის რეჟიმი” დაემატება, რომლის მეშვეობითაც, შეძლებს 27 ენაზე თარგმნოს დიალოგი. ამისათვის საჭიროა, უთხრათ გუგლს შემდეგი სიტყვები: “Hey, Google, help me speak French,” ან “Hey, Google, be my French interpreter,” ამის შემდეგ, იგი ეკრანზე აჩვენებს გადათარგმნილ სიტყვებს, რომელსაც თქვენ მშობლიურ ენაზე ამბობთ, ანალოგიურად მოხდება იმ ადამიანის შემთხვევაშიც, რომელსაც ესაუბრებით.
თუმცა, მისგან ზუსტ და გამართულ თარგმანს, რასაკვირველია, არ უნდა მოველოდეთ. დიდი შანსია იმისა, რომ Google ასისტენტს თქვენ მიერ ნათქვამი ზოგი წინადადება გამორჩეს ან უბრალოდ ვერ გაიგოს. შესაბამისად, გრძელი დიალოგებისთვის მისი გამოყენება მაინც და მაინც სარგებლიანი ვერ იქნება. აღსანიშნავია, რომ გუგლ ასისტენტის ამ შესაძლებლობით, პირველები Google Home Hub-ის მომხმარებლები ისარგებლებენ და მის საპილოტე ვერსიას მომდევნო კვირის დასაწყისში გამოცდიან.
წყარო: www.theverge.com
Wednesday, 19 September 2018
რა არის STEM განათლება და როგორ მივცეთ ის ბავშვებს

ჩვენ გარშემო უამრავი ბავშვია, რომელიც აქტიურად იყენებს ტექნოლოგიურ პროდუქტს – უყურებს ვიდეოებს YouTube-ზე, თამაშობს სხვადასხვა ვიდეოთამაშს. დიდი შანსია, რომ ქცევის მოდელები, რომლებიც ბავშვობისას ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის მისაღებია, მისაღები გახდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. შედეგად, ჩვენ გარშემო არიან პასიური ბავშვები და ზრდასრულები. ჩვენ ვზრდით მათ სამომხმარებლო კულტურის ყველაზე სუსტ – დამოკიდებულ ნაწილად… ჩვენ ვზრდით შვილებს მომხმარებლებად.
Thursday, 19 April 2018
ქართული კერძები „გემოს მსოფლიო ატლასზე“
გემოს მსოფლიო ატლასზე www.tasteatlas.com საქართველო 37 კერძით, ყველის ორი სახეობითა და 2 სუნელით არის წარმოდგენილი. რუკაზე კი, ჯერჯერობით, დატანილია: ღომი, კუბდარი, იმერული ხაჭაპური, ლობიანი, ტენილი, ხინკალი, ხაშლამა და აჯიკა.
Subscribe to:
Posts (Atom)