გაკვეთილის გეგმა
ქ. ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“
მათემატიკის მასწავლებელი: რუსუდან რუსაძე
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, VIIIბკლასი
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
გაკვეთილის თემა: ტრაპეცია
მოსწავლეთა პროფილი: კლასში 13 მოსწავლეა.
კლასში არ არის
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ.VIII.8 მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა
თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.
მათ.VIII.9 მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა
და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ ფიგურათა თვისებების გამოყენებით მათ
კლასიფიცირებას. ადგენენ ფიგურის ზომებს და ხსნიან ამოცანებს
ოთხკუთხედებზე მოცემულობის მიხედვით. გაანალიზებენ გეომეტრიული ფიგურების (ოთხკუთხედების)
თვისებებს და დააკავშირებენ მიწათმზომელობასთან და სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობასთან.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენცია-ციფრული წიგნიერება
სასწავლო რესურსები და საჭირო მასალები:
სახელმძღვანელო: გ.გოგიშვილი თ. ვეფხვაძე „მათემატიკა VIII კლასი“
დაფა, ცარცი, სამუშაო
ფურცლები, ფლიფჩარტები, მარკერები, საწერკალმები, ფერადი ფანქრები, კომპიუტერები, შეფასების
რუბრიკები.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმა
იციან შემდეგი თემები:
Ø ამოზნექილი მრავალკუთხედები;
Ø პარალელოგრამი;
Ø რომბი;
Ø მართკუთხედი
Ø კვადრატი;
ფლობენ
უნარ-ჩვევებს:
Ø ჯგუფში მუშაობის უნარები;
Ø პრეზენტაციის უნარები;
Ø კომპიუტერთან მუშაობის უნარები;
შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი, შეფასების რუბრიკები.
აქტივობა №1 ორგანიზაციული მხარე და მიზნის გაცნობა
ორგანიზების
ფორმა: საერთო-საკლასო. აქტივობის ხანგრძლივობა: 2 წთ
აქტივობის მიზანი: მისალმება, გაკვეთილის თემისა
და მიზნის გაცნობა. შეფასების კრიტერიუმების
გაცნობა.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს, შეფასების კრიტერიუმებთან ერთად,
რომელიც გაკრულია თვალსაჩინო ადგილას.
აქტივობა №2 წინარე ცოდნის თეორიული
მასალის გააქტიურება.
ოთხკუთხედები
ორგანიზების
ფორმა: საერთო-საკლასო. მეთოდი:
კითხვა-პასუხი.
აქტივობის ხანგრძლივობა: 5 წთ
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება. მოტივაციის ამაღლება.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვებს:
·
რას ეწოდება
ამოზნექილი მრავალკუთხედი?
·
რომელი ოთხკუთხედები
შევისწავლეთ?
·
ჩამოაყალიბეთ
პარალელოგრამის თვისებები
·
ჩამოაყალიბეთ რომბის
თვისებები
·
ჩამოაყალიბეთ
მართკუთხედის თვისებები
·
ჩამოაყალიბეთ კვადრატის
თვისებები თვისებები
აქტივობა №3 წინარე ცოდნის პრაქტიკული
სამუშაოს შესრულება ელექტრონული რესურსის საშუალებით კომპიუტერთან.
ორგანიზების
ფორმა: ინდივიდუალური. აქტივობის ხანგრძლივობა: 8 წთ
აქტივობის მიზანი: ელ. რესურსის დახმარებით პრაქტიკული
ამოცანების ამოხსნა.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები
ინდივიდუალურად შეძლებენ კომპიუტერზე ელ. მისამართის საშუალებით მოიძიონ
ელექტრონული რესურსი ოთხკუთხედებზე, რომელიც ჩემს მიერაა შედგენილი. რესურსი
შედგება ამოცანებისა და პასუხებისაგან. ისინი არეულადაა გაბნეული ეკრანზე.
მოსწავლე შეძლებს ამოხსნას ამოცანა ნასწავლი თვისებებისა და ფორმულების
გამოყენებით და დაუკავშირებენ სწორ პასუხს. სწორად დაკავშირების შემთხვევაში ამოცანა
და პასუხი გაქრება ეკრანიდან. სრულად შესრულებული დავალების შემდეგ ეკრანზე
გამოჩნდება კომენტარი- „კარგია“.
აქტივობა №4 ინტერაქტიური მინი ლექცია. ტრაპეცია
ორგანიზების
ფორმა: საერთო-საკლასო. აქტივობის ხანგრძლივობა: 6 წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ გაიაზროს და
ჩამოაყალიბოს ნახაზის და განსაზღვრებების საშუალებით ტრაპეციის თვისებები.
დაამტკიცოს ტოლფერდა ტრაპეციაში ფუძესთან მდებარე კუთხეების ტოლობა.
აქტივობის აღწერა: არაპირდაპირი სწავლების გზით მასწავლებელი ჯგუფს აწვდის ახალ
ინფორმაციას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. მოსწავლეთა ჩართულობით აყალიბებს ტრაპეციის
თვისებებს. ნახაზის მიხედვით ამტკიცებს
ტოლფერდა ტრაპეციაში ფუძესთან მდებარე კუთხეების ტოლობას.
აქტივობა №5 პრაქტიკული მუშაობა
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური
მუშაობა. აქტივობის ხანგრძლივობა: 10 წთ
( კლასს გადავანაწილებ 3 ჯგუფად შერჩევითობის მეთოდით. კალათიდან ამოიღებენ ფერად სტიკერებს, რის
მიხედვითაც ერთნაირი ფერის სტიკერებიანი მოსწავლეები დასხდებიან ერთ ჯგუფში).
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ
ფლიფჩარტზე გამოსახონ ვენის დიაგრამა-ოთხკუთხედების
(პარალელოგრამი,
რომბი, ტრაპეცია, კვადრატი) შესაბამისი წრეები. ხსნიან ამოცანას.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დავალების შესრულების ინსტრუქციას და
უნიშნავს დროს. დროის დასრულების შემდეგ ცოდნის შემოწმების მიზნით აკეთებენ
პრეზენტაციას.
№1 ჯგუფის
დავალება
·
ფლიფჩარტზე
ფერადი ფანქრებით გამოსახონ ვენის დიაგრამა-ოთხკუთხედების (პარალელოგრამი, რომბი,
ტრაპეცია, კვადრატი) შესაბამისი წრეები. ხსნიან ამოცანას.
·
ამოხსნან
ამოცანა:
მიწის ნაკვეთს ტოლფერდა ტრაპეციის ფორმა აქვს. ფერდები 12 მ-ია.
მახვილი კუთხე 60°. დიდი ფუძე 24 მ. რა
სიგრძის მესერი არის საჭირო მის შემოსაღობად.
№2 ჯგუფის
დავალება
·
ფლიფჩარტზე
ფერადი ფანქრებით გამოსახონ ვენის დიაგრამა-ოთხკუთხედების (პარალელოგრამი, რომბი,
ტრაპეცია, კვადრატი) შესაბამისი წრეები. ხსნიან ამოცანას.
·
ამოხსნან
ამოცანა:
მიწის ნაკვეთს ტოლფერდა ტრაპეციის ფორმა აქვს. ფუძეები 13 მ და 28
მ-ია. მახვილი კუთხე 60°. იპოვეთ ნაკვეთის
გარშემოწერილობის სიგრძე.
№3 ჯგუფის დავალება
·
ფლიფჩარტზე
ფერადი ფანქრებით გამოსახონ ვენის დიაგრამა-ოთხკუთხედების (პარალელოგრამი, რომბი,
ტრაპეცია, კვადრატი) შესაბამისი წრეები. ხსნიან ამოცანას ტრაპეციაზე.
·
ამოხსნან
ამოცანა:
ტოლფერდა ტრაპეციის ორი კუთხის ჯამი 70°. იპოვეთ ამ ტრაპეციის
კუთხეები.
აქტივობა №6 პრეზენტაცია.
აქტივობის ხანგრძლივობა: 9 წთ
აქტივობის მიზანი: შესრულებული
დავალების ანალიზი და
სათანადო დასკვნების გაკეთება.
აქტივობის
აღწერა: ყოველი ჯგუფიდან ერთი მოსწავლე გააკეთებს შესრულებული დავალების
პრეზენტაციას. პრეზენტაციის ბოლოს მასწავლებელი უსვამს მოსწავლეს დავალების
გარშემო კითხვას და აძლევს ეფექტურ
უკუკავშირს.
აქტივობა №7 მოსწავლეთა
შეფასება. განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
აქტივობის ხანგრძლივობა: 2
წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
გააცნობიერონ მიღებული ცოდნის ხარისხი განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების
საფუძველზე (დანართი№ 2).
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეების
შეფასება ხდება კლასში ჩართულობის, ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციისა და დისკუსიაში
აქტიურობის მიხედვით.
აქტივობა №8 ჯგუფების
მიერ ურთიერთშეფასება.
ორგანიზების
ფორმა: საერთო-საკლასო. აქტივობის ხანგრძლივობა: 2 წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ჯგუფების ურთიერთშეფასება წერილობითი ფორმით.
აქტივობის აღწერა: თითოეულ ჯგუფს შეფასებას თავად ჯგუფის წევრები აძლევენ. ყოველი
შეფასება აუცილებლად უნდა დასაბუთდეს.(დანართი№1).
აქტივობა №9 საშინაო დავალება.
ორგანიზების
ფორმა: საერთო-საკლასო. აქტივობის ხანგრძლივობა: 1 წთ
აქტივობის მიზანი: გაკვეთილზე მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენება.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი გაკვეთილზე მიღებული
ცოდნის დამოუკიდებლად შეჯამების მიზნით მოსწავლეებს აცნობს დაფაზე დაწერილ საშინაო დავალების ნომრებს სახელმძღვანელოდან: გვ.225 №
6 , № 11, №
14, № 15.
დანართი № 1
ჯგუფების მიერ ურთიერთშეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
|
|
ჯგუფის წევრები უსმენდნენ ერთმანეთს
|
|
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობდნენ (აზრის გამოხატვის
თანაბარი პირობები)
|
|
|
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენდა მთავარ იდეას,
აკეთებდა დასკვნებს
|
|
|
ჯგუფი პასუხობდა შეკითხვებს
|
|
|
ჯგუფი იცავდა დროის ლიმიტს
|
|
|
დანართი №2
მოსწავლეთასაკლასოშეფასებისრუბრიკა
შეფასება
კრიტერიუმი
|
1-3
|
4-6
|
7-8
|
9-10
|
ჩართულობა
|
თითქმის არ მონაწილეობს აქტივობებში,
უჭირს საკუთარი მოსაზრებების გადმოცემა და დასკვნების გაკეთება.
|
უჭირს მასალის გადმოცემა, დასკვნები არალოგიკურია,
ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი მოსაზრებები.
|
ცდილობს მოსაზრებები ჩამოაყალიბოს საინტერესოდ, გამართულად,
აკეთებს დასკვნებს, თუმცა ნაწილობრივ ასაბუთებს თავის მოსაზრებებს.
|
მოსაზრებებს აყალიბებს თანმიმდევრულად, ლოგიკურად
აკეთებს დასკვნებს და ასაბუთებს თავის მოსაზრებებს.
|
თანამშრომლობა
|
ძალიან იშვიათად თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის
დროს.
|
თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს.
|
ხშირად თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს.
|
ყოველთვის თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს.
|
ამოცანისამოხსნისგზები
|
ვერპოულობს ამოცანისამოხსნისრაიმეგზას.
|
ცდილობს იპოვოს ამოცანის ამოხსნის ერთერთი გზა, იწყებს,მაგრამ ვერ ასრულებს ამოხსნას.
|
ხშირად პოულობს ამოცანის ამოხსნის ერთერთგზას და ცდილობს მოახდინის მისი რეალიზება.
|
პოულობს ამოცანის ამოხსნის ოპტიმალურ გზას და ბოლომდე ახდენს მის რეალიზებას.
|
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
გასაუმჯობესებელი
|
მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
საგაკვეთილო
პროცესში
ჩათულია
აქტიურად
|
ცდილობს ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში
|
ნაკლებადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში
|
ინსტრუქციის შესრულება
|
ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
|
ცდილობს შეასრულოს მასწავლებლის ინსტრუქციები
|
ნაკლებად ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
|
ჩამოთვლის ოთხკუთხედის სახეებს და აღწერს მის თვისებებს
|
მოსწავლე
შეძლებს ოთხკუთხედის სახეების ჩამოთვლას და მისი თვისებების სწორად აღწერას
|
მოსწავლე შეძლებს ოთხკუთხედის სახეების ჩამოთვლას,
მაგრამ უჭირს მისი თვისებების აღწერა
|
მოსწავლე ვერ შეძლებს ოთხკუთხედის სახეების ჩამოთვლას
და მისი თვისებების აღწერას
|
მსჯელობის დროს არის დამაჯერებელი და თანმიმდევრული
|
მოსწავლე არის თავდაჯერებული ყოველთვის და იცავს ლოგიკურ
თანმიმდევრობას მსჯელობის დროს
|
მოსწავლე ძირითადად იცავს ლოგიკურ თანმიმდევრობას
მსჯელობის დროს, მაგრამ აქვს მცირე ხარვეზი
|
მოსწავლეს უჭირს მსჯელობის დროს ლოგიკური თანმიმდევრობის
დაცვა
|
აქტიურად არის ჩართული თითოეულ საგაკვეტილო აქტივობაში
|
მოსწავლე აქტიურად ერთვება მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ
საგაკვეთილო აქტივობებში, მისი პასუხები არის დამაჯერებელი და არგუმენტირებული
|
ძირითადად ერთვება მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ
საგაკვეთილო აქტივობებში, მაგრამ ნაკლებად პროდიქტიულია
|
ნაკლებად ერთვება მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ საგაკვეთილო
აქტივობებში
|
No comments:
Post a Comment